კვლევის ფარგლებში ფოკუს ჯგუფის ვიდეო ჩანაწერი
Posts
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეცხრე დღე დღეს გავიარეთ მერვე მოდული. ვნახეთ ჯგუფის მონაწილეების მიერ შექმნილი პორთფოლიოს დასრულებული ვერსიები. გავაკეთეთ უკიკავშირები, ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი. დასრულდა ინეტელის პროექტებით სწავლების ცხრადღიანი, მეტად დატვირთული და საინტერესო ტრენინგი. რომლის საფუძვლიანი შესწავლა და სასწავლო პროცესში დანერგვა საშუალებას მომვცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მისი საშუალებით მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განივითარებენ აზროვნების მაღალი დონეებს და ხელი შეეწყობათ ჩამოყალბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომელიც საჭიროა 21 საუკუნისათვის. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ის დახმეხმარება , რომ სასწავლო პროცესი იყოს მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, შემეცნებითი, რაც მოსწავლის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების საწინდარი. ინტელის მოდულები დამეხმარება სწორად, კარგად, მარტივად და მიზნობრივად გავწერო პროექტის საფეხურები. ტრენონგზე წრმოდგენილი მასალა დატვირთულია ისეთი
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მერვე დღე 28.05.2017 დღევანდელ ტრენინგზე მოვისმინეთ პრეზენტაცია გარდნერის 9 ინტელექტის შესახებ. განვიხილეთ აღქმის სხვადასხვა სახეები, რომელიც დაგვეხმარება პროექტის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს განსაზღვრაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტის მსვლელობაში და მაქსიმალურად გამოყენებული იყო მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები. თაის მხრივ ი ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შინაგანი მოთივაციის ამაღლებას. ვისწავლეთ როგორ უნდა აიტვირთოს პრეზენთაცია ბლოგზე. შევამოწმეთ პორტფოლიოში მომზადებული მასალები. დავაკონკრეტეთ გაუგებარი საკითხები და ტრენერტან გავიარეთ კოსულტაციები. შევამოწმეთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება ბლოგზე ატვირთული მასალები.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეშვიდე დღე. 21.05.17 მეშვიდე სამუშაო სესიაზე განვიხილეთ მოდული მე-5 და მოდული მე-6, რომელიც პროექტის შეფასებას ეხებოდა. ვნახეთ სხვადასხვა აქტივობის შესაფასებელი კრიტერიუმები, რუბრიკები, ცხრილები. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების პრეზენტაციები. განვიხილეთ ხარვეზები, მივიღეთ დამატებითი რეკომენდაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი არსებული მასალების ირგვლივ. ჯგუფის წევრებმა გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები და შენიშვნები, რაც დაგვეხმარება, რომ პროექტი იყოს დახვეწილი, მორგებული სასწავლო მიზანთან, მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეექვსე ტრენინგი 14.05.17 დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული სამის საკითხები, რომელიც მოიცავს ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ აუცილებელ და საჭირო საკითხების ცოდნას.საავტორო უფლებების გამოყენებასა და დაცვის საკითხებს. განვიხილეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირებს სასწავლო პროცესისთვის და გავეცანით რჩევებს მისი მიცემისის დროს. ვისწავლეთ ნამუშევრის შესწორება Review -ის მენიუს გამოყენებით. მეოთხე მოდულში განვიხილეთ სასწავლო ნიმუშის შექმნის მიზანი და მისი მნოშვნელობა სასწავლო მიზნის მიღწევაში.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეხუთე დღე გავეცანით მეტად მნიშვნელოვან საკითხს შეფასების სტრატეგიებს.რამდენად მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტის გათვალისწინება რადგან სწორად შეფასება იძლევა ნათელ სურათს იმისა, თუ როგორ მივაღწიეთ მიზანში გაწერილ საკითხებს. პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება, რომ შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები > ეს სტრადეგია საშუალებას გვაძლევს განსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი