ტრენინგის მეხუთე დღე
გავეცანით მეტად მნიშვნელოვან საკითხს შეფასების სტრატეგიებს.რამდენად მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტის გათვალისწინება რადგან სწორად შეფასება იძლევა ნათელ სურათს იმისა, თუ როგორ მივაღწიეთ მიზანში გაწერილ საკითხებს.
პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება, რომ შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები >
ეს სტრადეგია საშუალებას გვაძლევს განსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.
წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები >
გამოგვადგება შეაფასოთ მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები >
ამის გათვალისწინებით მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.
სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის >
მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები >
პროექტის დასრულს კი გამოყენებული ეს სტრატეგის წარმოდგენას გვაძლევს თუ რამდენად გაიგო მოსწავლენ თემა და განივითარე სასწავლო უნარები.
დავალებად მოგვეცა პროექტის პრეზენტაციის შექმნა.
Comments
Post a Comment