ტრენინგის პირველი დღე

       2017 წლის 29 აპრილს დავიწყე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი, რომელიც გულისხმობს გრძელვადიანი პროექტებით სწავლების შესწავლას.
გავეცანი მის ონლაინ ვერსიას-ნავიგაციას, როგორ უნდა გამოვიყენო ელექტრონული წიგნი. 
        გავეცანი 1 მოდულს, რომელიც საშუალებას მაძლევს ვისწავლო, როგორ უნდა დავგეგმო გრძელვადიანი პროექტი, როგორ დავგეგმო შესასწულებელი აქტივობები და როგორი სახე მივცე პროექტს საბოლოოდ, როგორ განვათავსი პროექტის მასალები აღნიშნილ საქაღალდეებში.


       მოდულში კარგად ჩანს, თუ როგორ დამეხმარება ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა, მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების  და საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში, მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მიღწევაში, თუ როგორ შევქმნა  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები

 მოდულში კარგად ჩანს პროექტზე დაფუძნებული სწავლების  შემდეგი უპირატესობა:
  • აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება;
  • ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა 
  • აკადემიური სარგებელი, რაც სხვა მოდელების სწავლების შედეგებს უტოლდება ან აღემატება, სადაც მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ სწავლის პროცესზე, განსხვავებით სწავლების ტრადიციული მოდელისა.
  • კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგ. აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია (SRI)
  • სხვადასხვა ტიპის სწავლების სტრატეგიების, ფორმების გამოყენება შესაძლებელს ხდის კულტურულად მრავალფეროვანი სწავლის სტილის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში
  • 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარება.

Comments

Popular posts from this blog