კვლევის ფარგლებში ფოკუს ჯგუფის ვიდეო ჩანაწერი
Posts
Showing posts from 2017
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეცხრე დღე დღეს გავიარეთ მერვე მოდული. ვნახეთ ჯგუფის მონაწილეების მიერ შექმნილი პორთფოლიოს დასრულებული ვერსიები. გავაკეთეთ უკიკავშირები, ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი. დასრულდა ინეტელის პროექტებით სწავლების ცხრადღიანი, მეტად დატვირთული და საინტერესო ტრენინგი. რომლის საფუძვლიანი შესწავლა და სასწავლო პროცესში დანერგვა საშუალებას მომვცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მისი საშუალებით მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განივითარებენ აზროვნების მაღალი დონეებს და ხელი შეეწყობათ ჩამოყალბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომელიც საჭიროა 21 საუკუნისათვის. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ის დახმეხმარება , რომ სასწავლო პროცესი იყოს მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, შემეცნებითი, რაც მოსწავლის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების საწინდარი. ინტელის მოდულები დამეხმარება სწორად, კარგად, მარტივად და მიზნობრივად გავწერო პროექტის საფეხურები. ტრენონგზე წრმოდგენილი მასალა დატვირთულია ისეთი
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მერვე დღე 28.05.2017 დღევანდელ ტრენინგზე მოვისმინეთ პრეზენტაცია გარდნერის 9 ინტელექტის შესახებ. განვიხილეთ აღქმის სხვადასხვა სახეები, რომელიც დაგვეხმარება პროექტის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს განსაზღვრაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტის მსვლელობაში და მაქსიმალურად გამოყენებული იყო მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები. თაის მხრივ ი ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შინაგანი მოთივაციის ამაღლებას. ვისწავლეთ როგორ უნდა აიტვირთოს პრეზენთაცია ბლოგზე. შევამოწმეთ პორტფოლიოში მომზადებული მასალები. დავაკონკრეტეთ გაუგებარი საკითხები და ტრენერტან გავიარეთ კოსულტაციები. შევამოწმეთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება ბლოგზე ატვირთული მასალები.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეშვიდე დღე. 21.05.17 მეშვიდე სამუშაო სესიაზე განვიხილეთ მოდული მე-5 და მოდული მე-6, რომელიც პროექტის შეფასებას ეხებოდა. ვნახეთ სხვადასხვა აქტივობის შესაფასებელი კრიტერიუმები, რუბრიკები, ცხრილები. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების პრეზენტაციები. განვიხილეთ ხარვეზები, მივიღეთ დამატებითი რეკომენდაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი არსებული მასალების ირგვლივ. ჯგუფის წევრებმა გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები და შენიშვნები, რაც დაგვეხმარება, რომ პროექტი იყოს დახვეწილი, მორგებული სასწავლო მიზანთან, მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეექვსე ტრენინგი 14.05.17 დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული სამის საკითხები, რომელიც მოიცავს ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ აუცილებელ და საჭირო საკითხების ცოდნას.საავტორო უფლებების გამოყენებასა და დაცვის საკითხებს. განვიხილეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირებს სასწავლო პროცესისთვის და გავეცანით რჩევებს მისი მიცემისის დროს. ვისწავლეთ ნამუშევრის შესწორება Review -ის მენიუს გამოყენებით. მეოთხე მოდულში განვიხილეთ სასწავლო ნიმუშის შექმნის მიზანი და მისი მნოშვნელობა სასწავლო მიზნის მიღწევაში.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეხუთე დღე გავეცანით მეტად მნიშვნელოვან საკითხს შეფასების სტრატეგიებს.რამდენად მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტის გათვალისწინება რადგან სწორად შეფასება იძლევა ნათელ სურათს იმისა, თუ როგორ მივაღწიეთ მიზანში გაწერილ საკითხებს. პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება, რომ შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები > ეს სტრადეგია საშუალებას გვაძლევს განსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეოთხე დღე 07.05.2017 მეოთხე ტრენინგზე გავაგრძელეთ მეორე მოდულზე მუშაობა, სადაც განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკა და შინაარსი, მისი მნიშვნელობა პროექტის წარმართვაში. შევასრულეთ პრაქტიკუი სამუშაო, დავსვით ჩვენი პროექტის ფარგლებში საკვანძო კითხვები და გავმიჯნეთ ერთმანეთისგან ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით პროექტის იდეების გაომხატველ სიტყვებს, რომელიც გვეხმარება პროექტის შინაარსის გამოხატვაში. შევცვალეთ ბლოგის დიზაინის, გადმოვტვირთეთ ინტერნეტ სივრციდან სურათები და ავტვირთეთ ბლოგზე. სამუშაო დღე დატვირთული, საინტერესო, სახალისო და მეტად საჭირო ინფორმაციის მიღებით იყო დატვირთული.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მესამე დღე. 06.05.2017 ტრენინგის მესამე დღს გავეცანით მეორე მოდულს, სადაც განვიხილეთ, თუ როგორ უნდა დავიწყოთ პროექტის დაგეგმვა. პროექტის თემის განსაზღვრის შემდეგ, ვსაძღვრავთ მიზანს , რომელიც უნდა ეფუძნებდეს საგნობრივ სტანდარტში მოცემულ ინდიკატორებსა და უნდა ემსახურებოდეს 21-ე საუკუნის უნდარ-ჩვევების განვითარებას, პროექტში მოსწავლემ უნდა შეძლოს თემის სიღრმისეული წვდომა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება. პროექტის მიზანი უნდა იყოს კონკრეტულად, გასაგებად წარმოდგენილი და გაზომვადი, მასში დაგეგმილი აქტივობები უნდა შეფასდებდ შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებით. პროექტის განხორვიელების წინაპირობას წარმოადგენს მონაწილე მხარეების ინფორმირება, რომელიც ხდება წინასწარ დამზადებული ბროშურების საშუალებით, რომელშიც მოკლედ არის გაწერილი პროექტის ძირითადი საკითხები. დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით ამ ბროშურების შაბლონებს და ვისწავლეთ მისი შექმნის ტექნოლოგიები.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის პირველი დღე 2017 წლის 29 აპრილს დავიწყე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი, რომელიც გულისხმობს გრძელვადიანი პროექტებით სწავლების შესწავლას. გავეცანი მის ონლაინ ვერსიას-ნავიგაციას, როგორ უნდა გამოვიყენო ელექტრონული წიგნი. გავეცანი 1 მოდულს, რომელიც საშუალებას მაძლევს ვისწავლო, როგორ უნდა დავგეგმო გრძელვადიანი პროექტი, როგორ დავგეგმო შესასწულებელი აქტივობები და როგორი სახე მივცე პროექტს საბოლოოდ, როგორ განვათავსი პროექტის მასალები აღნიშნილ საქაღალდეებში. მოდულში კარგად ჩანს, თუ როგორ დამეხმარება ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა, მოსწავლეთა წარმოსახვის , შემოქმედებითი უნარების და საბოლოოდ , უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში, მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მიღწევაში, თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები . მოდულში კარგად ჩანს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შემდეგი უპირატესობა: აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება; ჩა